გიორგი ვაშაძე სამეგრელოში.

Zugdidi Daily

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერები ზუგდიდში, დადიანების ეზოში მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე და ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოფლებში 4 პროექტს განახორციელებს - წყალმომარაგების, გაზიფიცირების, გზის მშენებლობის და სწრაფი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის. ამის განსახორციელებლად კი საკმარისად თვლის 1-2 წელს. მათი მთავარი მიზანია სიღარიბესთან ბრძოლა მეტი სამუშაო ადგილების შექმნით. ასევე ქვეყნის გაძლიერება, ემიგრანტების საკუთარ ქვეყანაში დასაბრუნნებლად. „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : „დავდგეთ ერთად, მე ვიცი რას ნიშნავს სამეგრელოს მხარდაჭერა, მე ვიცი რას ნიშნავს თქვენი ფეხზე დგომა, მე ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია პატრიოტიზმისთვის, მე ვიცი ეს რას ნიშნავს საქართველოს მომავლისთვის, მე ვიცი ეს რას ნიშნავს საქართველოს გაერთიანებისთვის, მე ვიცი ეს რას ნიშნავს საქართველოს წინსვლისთვის. აი ეს ენერგეტიკა მინდა გადაედოს მთელ საქართველოს, რაც არის სამეგრელოში.“ გიორგი ვაშაძემ მმართველი გუნდი 8 წლის განმავლობაში უმოქმედობის გამო გააკრიტიკა. აღნიშნა, რომ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მოსახლეობას იმედები გაუცრუა და არ შეუსრულა დაპირებები არც სამუშაო ადგილების შექმნის და არც სამართლიანობის აღდგენის შესახებ. #ზუგდიდი #შეხვედრაზუგდიდში #სტრატეგიააღმაშენებელი #გიორგივაშაძე #პარტია #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com