American Airlines 25 ათას თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაუშვებს

Tbilisi Daily

ამერიკულმა ავიაკომპანიამ American Airlines-ი 25 ათას თანამშრომელს გაუგზავნა უწყება, რომ შესაძლოა ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვან. Reuters-ის ცნობით დოკუმენტის თანახმად, American Airlines-მა საკუთარი თანამშრომლები იძულებით შვებულებაში გაშვების მაღალი ალბათობის შესახებ გააფრთხილა. მათზე გაიცა რეკომენდაცია მოემზადონ ამისთვის შემოდგომაზე. როგორც სააგენტო წერს, კონგრესმა მხარი არ დაუჭირა ამერიკული ავიაკომპანიებისთვის 25 მილიარდ დოლარიანი მხარდაჭერის პაკეტს, რომელსაც მათთვის სამუშაო ადგილები ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეენარჩუნებინა. ამერიკის შრომის კანონმდებლობა ავალდებულებს კომპანიებს, თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ 2 თვით ადრე გააფრთხილოს #უხელფასოშვებულება #AmericanAirlines #TbilisiDaily