ადამიანურად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - მამუკა მდინარაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით,ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო.
მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.
„ბუნებრივია, ადამიანურად ჩემთვის დადარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე დამოკიდებული, მათ შორის მასზე, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელიდემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ასეც იქნება.
საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა, თავად მიაღწია იმას, რომ დემოკრატიის და მისი ხარისხის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
მე ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა მდინარაძემ.