გორის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსი დადასტურდა
Gori Daily
გორში, სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგს covid-19 დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირების შესახებ გეგმიური ტესტირების შედეგად გაიგო, მოგვიანებით კი ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა. 40 წლამდე ასაკის ქირურგი ჰოსპიტალის პარალელურად თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურშიც მორიგეობდა და როგორც ირკვევა, მისი ინფიცირების წყაროც სწორედ მას უკავშირდება. მიუხედავად აღნიშნულისა, ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#გორი
#ახალიამბები
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა