გერმანელ ინტერნეტ-მომხმარებლებს აპლიკაცია Zoom-თან დაკავშირებით აფრთხილებენ
Headline
მონაცემთა დაცვის თაობაზე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი ულრიხ კელბერი გერმანელ ინტერნეტ-მომხმარებლებს ვიდეოკონფერენციის გასამართად საჭირო პროგრამა Zoom-ის გამოყენების თაობაზე აფრთხილებს, რომელსაც ორმაგი დაშიფვრის სისტემა არ გააჩნია.
„ამ ეტაპზე ორმაგი დაშიფვრის სისტემა არ არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ Zoom-ით საუბარი გარეგანი ძალებისგან დაუცველად და დაუშიფრავად ინახება პროვაიდერის მონაცემთა ბაზებში. შესაბამისად, კომუნიკაციის ასეთი ფორმა რეკომენდირებული არ არის, მაშინ როდესაც საუბარი პირად მონაცემებს ეხება“, - განმარტა კელბერმა.
მისი შეფასებით, Zoom-ის უსაფრთხოების პრობლემები აშკარაა. მან მომხმარებლებს სხვა პლატფორმებზე გადასვლის შესაძლებლობა ურჩია და აქვე წუხილი გამოთქვა, რომ მოსახლეობა აღნიშნულ აპლიკაციას მხოლოდ მისი „მოხერხებულობის“ გამო იყენებს და სრულად აიგნორებენ დაცულობის ხარისხს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#internet
#web
#application
#program
#zoom
#danger
#personal
#information
#warning
#headline