იმერეთში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იმატებს

Kutaisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტებიდან 43 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის, 41 მართვით სუნთქვაზეა, აქედან 9 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი. „ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაშია 370 შემთხვევა დარეგისტრირდა გუშინ, თბილისში - 65, იმერეთში - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 28, ქვემო ქართლში - 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთში - 4 და კახეთში -1. საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily