წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

Tbilisi Daily

50 წლამდე ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიულს შეეჯახა. ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი კი დაშავდა.დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფსა და წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია