უნგრეთმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი Sputnik V-ის ვაქცინის გამოყენებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უნგრეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა ცენტრმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსული Sputnik V-ის ვაქცინა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში გამოსაყენებლად, სხვა პრეპარატებთან (Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca) ერთად. უნგრეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც, ხელისუფლების თანახმად, 40 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინა უკვე მზად არის აცრების ჩასატარებლად. მთლიანად კი მომდევნო სამი თვის განმავლობაში უნგრეთი რუსეთიდან 2 მილიონ დოზას მიიღებს. თებერვლის დასაწყისში ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოქვეყნა ვაქცინის მესამე სტადიის გამოცდის შედეგად მიღებული შუალედური დასკვნა, რომელშიც Sputnik V-ის შემქნელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ეფექტიანობა 91,6%-ს შეადგენს. ასევე უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთისგან შეიძენს 5 მილიონ დოზა „Sinopharm“-ის ვაქცინას. მთავრობის თანახმად, უნგრეთში ჩინური პრეპარატის გამოყენება თვის ბოლოს დაიწყება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31090732.html #ახალი_ამბები #twitter