ბელარუსი უფლებათდამცველები მილიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რამდენიმე უფლებათდცმცველმა ორგანიზაციამ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტს მიმათა სარჩელით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო. 29 ნოემბრის აქციაზე სახელწოდებით „მეზობლების მარში“, სამართალდაცველებმა გამოიყენს ცრემლსადენი გაზი და სასტიკად დააკავეს მშვიდობიანი აქციაში მონაწილე 400-ზე მეტი პირი. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ პეტიციას ხელს აწერს 6 უფლებათდამცველი ორგანიზაცია. ისინი სარჩელში მიუთითებენ ძალადობის 6 შემტხვევაზე, რაც დადასტურებულია სოციალურ ქსელსა და თვითმხილველი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებულ ღია მასალებით. ბელარუსში სპაროტესტო აქციები მიმდინარეობს 9 აგვისტოს შემდეგ, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა. ხალხმრავალი დემონსტრაციების მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებიდან ლუკაშენკას წასვლას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. მილიცია და სპეცრაზმები დემონსატრანტებს აკავებენ და აქციებს სპეცსაშუალებებით შლიან. საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობისას სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. 6 დაკარგულად ითვლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30978086.html #ახალი_ამბები #twitter