თენგიზ ცერცვაძე: „ლოკდაუნმა“ პანდემიის დინამიკაზე დადებითად იმოქმედა

Tbilisi Daily

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით „ლოკდაუნმა“ დადებითი გავლენა მოახდინა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაცია უკვე მოხდა და იმედოვნებს, რომ დინამიკა წავა კლებისკენ. „ჩვენთან ამ „ლოკდაუნმა“ უეჭველად მოახდინა დადებითი გავლენა პანდემიის დინამიკაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ „ლოკდაუნის“ დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რახან ორი კვირა გრძელდება ინკუბაციური პერიოდი, ორი კვირის შემდეგ შეჩერდა ზრდა. ბოლო ორი დღეა, შემცირდა კიდეც. ოღონდ აქედან ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. შაბათ-კვირა იყო და ტესტირების რაოდენობა ამ დღეებში მცირდება ხოლმე. შესაძლოა, ამასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია, რომ არ იზრდება რაოდენობა. ასეთი იყო პროგნოზიც, რომ თუ ჩვენ, ქართველი ხალხი სწორად გაიგებს ექიმებისა და მთავრობის მითითებებს და რეგულაციებს შეასრულებს, პირველ რიგში, ნიღბის ტარებისა და თავყრილობებისგან თავის შეკავების თვალსაზრისით, ორ-სამ კვირაში მოხდებოდა სტაბილიზაცია და შემდეგ წავიდოდა კლებისკენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.