კოვიდცნობები ოკუპირებული აფხაზეთიდან
Sokhumi Daily
გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირურსზე ტესტი 413 - მა ადამიანმა ჩაიტარა. მათგან 102-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობაზე დაყრდნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 91 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 64 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7 704 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 101, გამოჯანმრთელდა 5 724 ადამიანი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა