ენმ: გასაჯაროვდეს ივანიშვილის მიერ გადარიცხული 100 მილიონის წარმომავლობა და ტრანზაქციები

On.ge

ერთიან ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, StopCov-ის ფონდში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ გადარიცხული 100 მილიონი ლარი გათეთრებული ფულია. ოპოზიციური პარტია ქართუ ფონდისგან მოითხოვს, რომ ფულის წარმომავლობა და ტრანზაქციები საჯარო გახადოს. როგორც პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ისაუბრა, მათი წყარო ყვება, რომ გათეთრებული 100 მილიონი ოფშორიდან გადმოირიცხა და შესაბამისი სქემით გადაირიცხა ფონდში. დეკანოიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს შექმნილი აქვთ "დანაშაულებრივი სქემა", რომელიც საქართველოს რკინიგზასთან და მასთან აფილირებულ გადამზიდავ კომპანიებს ეხება. #news #politics https://on.ge/story/53956-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-100-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98