"სირცხვილია"-ს აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

Tbilisi Daily

„სირცხვილია"-ს ინფორმაციით, მოძრაობის აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მეშველიანმა დააჯარიმა 1000 ლარით. მაჭავარიანი გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის დროს დააკავეს. საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ლექსო მაჭავარიანის დაკავებამდე განმარტა, რომ აქციაზე არ შეიძლება, ადვილად აალებადი ნივთის შეტანა. ასეთად მან შეშა მიიჩნია. 9 ნოემბერს, ასევე, დააკავეს „სირცხვილია"-ს ორი აქტივისტი ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე.