ალექსეი მილერი აცხადებს, რომ "გაზპრომი", რომელიც ამცირებს მიწოდებას ევროპისთვის, "საკუთარი წესებით" თამაშობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
15 ივნისს გაზპრომმა განაცხადა, რომ 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა ბუბევრივი აირის გადატუმბვა "ჩრდილოეთი ნაკადის" გაზსადენით, კომპლექს "პორტოვაიაზე" Siemens-ის გაზის ტურბინის ძრავის იძულებითი გამორთვის გამო. ამდენად, კიდევ ერთი სატუმბი აგრეგატის გამორთვის გამო, შესაძლოა 60% შემცირდეს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. "ტურბინების ნაწილი არ ბრუნდება, რადგან ის სადღაც დაბლოკილია. ანუ ისევ ეს არის სანქციების შედეგები, წინასწარგამიზნული არაფერია. ეს ზოგადად არის პრობლემა, რომელიც ჩვენთან არ არის დაკავშირებული", - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.
მაისში Siemens-მა განაცხადა, რომ ტოვებს რუსეთის ბაზარს და იწყებს რუსეთის ტერიტორიაზე წარმოებისა და საოპერაციო საქმიანობის შეწყვეტის პროცედურას.
ევროკავშირის ქვეყნების გერმანიისა და იტალიისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება დაემთხვა უკრაინაში გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერების ვიზიტს.
ევროპელი ლიდერები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინისთვის "ევროკავშირის კანდიდატის" სტატუსის დაუყოვნებლად მინიჭებას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31902535.html
Source: radiotavisupleba.ge