დონალდ ტრამპი: პანდემიასთან ბრძოლაში ვერასდროს გააკათებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა. „თქვენთვის რომ დაგვეჯერა და ქვეყანა ღია დაგვეტოვებინა, ახლა მილიონობით დაღუპული ადამიანი გვეყოლებოდა. რაც მოხდა, ჩინეთის ბრალია. ეს არ უნდა მომხდარიყო. იცით, რამდენი ადამიანი იღუპება ჩინეთში, რუსეთსი, ინდოეთში? ფიქრობთ, არ უნდა დაგვეხურა საზღვრები? ვერასდროს გააკათებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ. ღორის გრიპსაც კი ვერ გაუმკლავდით თავის დროს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.