ბათუმიდან ქუთაისში ორი პაციენტი გადაიყვანეს - დედა-შვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაშიორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გუშინ ღამით შეიყვანეს. ისინი აჭარიდან არიან. დედა-შვილის მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა. 'კატასტროფის ჯგუფმა ორი პაციენტი, დედა-შვილი აჭარიდან გადმოიყვანა. მათ კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ', - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 17 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.