ახალ ზელანდიაში მეჩეთებში 51 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

Pirveliradio Ge

ავსტრალიელ ბრენტონ ტანარანტს, რომელმაც ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმა განახორციელა, ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ქვეყნის ისტორიაში, ეს ყველაზე მკაცრი განაჩენია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2019 წლის 15 მარტს ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 40 კი დაიჭრა. ბოროტმოქმედი თავდასხმას სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გადასცემდა.