საქართველოში კორონავირუსით მე-7 ადამიანი გარდაიცვალა
On.ge
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ეს ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვლილი მე-7 ადამიანია.
ინფორმაცია უკე აისახა StopCov.ge-ზე.
გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია. ის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 566 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებული 207, ხოლო გარდაცვლილია 7 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 548.
#news
#Covid19
https://on.ge/story/55391-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%94-7-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90