ილჰამ ალიევი: სომხეთის ოკუპაციისგან კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა

Tbilisi Daily

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „სომხეთის ოკუპაციისგან“ კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა. „აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ ფუზულის რაიონის სოფლები: გარადაღლი, ხათუნბულაგი, გარაკოლუ და ხოჯავენდის რაიონის სოფლები: ბულუტანი, მელიქჯანლი, კემერტუკი, ტეკე და თაგასერი გაათავისუფლა. დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ”- წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ Twitter- ში.