ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ვაშაძე დარჩება თავმჯდომარედ, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წინაღმდეგია ამ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იყოს კვლავ. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა მას შემდეგ დაწერა ფეისბუკზე, რაც ვაშაძემ თქვა, რომ "ქუჩა საკანონმდებლო ორგანოთი" უნდა ჩანაცვლებულიყო.  "რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - წერს ჟორჟოლიანი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30940306.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020