როგორც კი გაიცემა რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტი მზადაა და მაშინვე დაიწყებს მოძრაობას-კალაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143184
როგორც კი გაიცემა იმის რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი ტრასპორტი შეიძლება იყოს აღდგენილი, ჩვენ მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არ არის მერიის პასუხისმგებლობა. ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა. გადაწყვეტილება რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტთან დაკავშრებით იქნება მიღებული, დამოკიდებულია ქვყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეოაზე. მთელი რიგი გადაწყვტილებები ხდება დარგის სპეციალისტებთან შეთანხმებით, მათი რეკომენდაციებით, რჩევებით, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც, როგორც კი გაიცემა იმის რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი შეიძლება იყოს აღდგენილ, ჩვენ მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, სატრანსპორტო კომპანია ყველანაირად მობილიზებულია, მზად არის და მაშინვე დაიწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში”- განაცხადა კახა კალაძემ.