ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ზომების შერჩევითობასთან დაკავშირებით ისაუბრა

Tbilisi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. მეზვრიშვილის განცხადებით, კარგად ესმის, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას გადაადგილების უფლება მიეცა, სხვა შპს-ს არ მიეცა და ა.შ. მისივე თქმით, ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. მეზვრიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას ერთგვარი საყვედურითაც მიმართა და თქვა, რომ ერთი-ორი ხარვეზის გამო მათ მოქალაქეებს არ უნდა უთხრან, რომ მიდგომა მასობრივად შერჩევითია, კანონი არ სრულდება და ამის გამო მას თქვენც არ დაემორჩილოთო. ,,არ ითვალისწინებთ იმას, რომ შეზღუდვების არდამორჩილებას ხვალ შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი. თქვენ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, კი ბატონო, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. #მეზრიშვილი #საგანგებომდგომარეობა #ოპოზიცია #tbilisidaily