არასწორია, თუ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების კანონპროექტი ისევ სავაჭრო თემა გახდება-ჩუგოშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143547 არასწორია, თუ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების კანონპროექტი ისევ სავაჭრო თემა გახდება-განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა "მთავარ" არხთან საუბრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერს. "როგორც შეთანხმების შესრულება, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა, ცალსახად ორივე არის ხელისუფლების და "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ვერც მთლიანად შეთანხმება ვერ შესრულდება და ვერც საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავა, თუ "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატი მხარს არ დაუჭერს", -განაცხადა ჩუგოშვილმა.