სოხუმში რუსეთის საელჩოს ბომბის შესახებ აცნობეს

Sokhumi Daily

სოხუმში, რუსეთის „საელჩოს“ შენობა ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შემოსაზღვრეს მას შემდეგ, რაც საელჩოში მიიღეს ანონიმური შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ. ტელეგრამ-არხი „აბხაზია 24“ იუწყება, რომ საელჩოს შენობის მახლობლად მყოფ ხალხს დაშლა მოსთხოვეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩომ ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. #აფხაზეთი #სოხუმი #რუსეთი #ბომბი #sokhumidaily