იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა
Tbilisi Daily
იტალიაში, ტირენეის ზღვაში კუნძულ სტრომბოლზე მდებარე, ამავე სახელწოდების ვულკანი გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაციას la Repubblica ავრცელებს.
ვულკანოლოგების თქმით, ამოფრქვევა გამთენიისას 06:23 საათზე მოხდა. ამოფრქვევას თან ახლდა ვულკანური მასალის ძლიერი გამოფრქვევა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევას მიწისძვრა მოჰყვა. სეისმური ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარედ დასახლებულ ტერიტორიებზე.
ეროვნული სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, ვუკანის ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ვულკანი სტრომბოლი ბოლოს 2019 წლის 29 აგვისტოს ამოიფრქვა. წინა ამოფრქვევას 35 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.