რატიანი: სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვეყოლება

On.ge

პირველი საუნივერსიტეტო დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მხოლოდ 18 კოვიდინფიცირებული ჰყავთ, რომელთაც ვირუსის კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვთ და ყველას გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მისი ვარაუდით, რამდენიმე დღეში კლინიკას არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. 22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 3 614 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 316. #news #Covid19 https://on.ge/story/56670-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90