კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 23 სექტემბრიდან იმყოფებოდა ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრში. ექიმების ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცს გულის და თირკმლის თანმდევი დაავადებები ჰქონდა. „ბომონდის" კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 37-მდე გაიზარდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-30 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30865876.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)