საქართველოში 375-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 375 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 4619-მდე გაიზარდა. დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 8696-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 52. https://www.radiotavisupleba.ge/a/30875453.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)