პაციენტების ჯაჭვი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სრულიად არის შესწავლილი-ტიკარაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=139159
პაციენტების ჯაჭვი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სრულიად არის ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ - ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აკვირდება კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკას და გადაწყვეტილებებს არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე იღებს.
„კლასტერების წარმომადგენლობა ამ ეტაპისთვის სრულიად არის გაკონტროლებული. იმ პაციენტების ჯაჭვი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სრულიად არის ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ. ჩვენ ვაკვირდებით გარკვეულ რიცხვებს, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების მზარდ სტატისტიკას, ასევე ვაკვირდებით თუ რამდენად ხარისხიანად სრულდება ყველა უწყების მხრიდან გაცემული რეკომენდაციები და დავალებები. ვაკვირდებით ჩვენი მოქალაქეების მზაობას და სოციალურ პასუხისმგებლობას. ყოველივე ამის ჯამური შეფასება იძლევა იმ გადაწყვეტილებების საფუძველს, რომლებსაც მთავრობა იღებს“, -განაცხადა ტიკარაძემ.