საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 285-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 200 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 324-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი.