ირანი ეწინააღმდეგება ბირთვულ გარიგებაზე ახალ მოლაპარაკებს და მასში ახალი წევრების შეყვანას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 იანვარს უარი თქვა რაიმე ახალ მოლაპარაკებებსა ან ახალი მონაწილეების დამატებაზე თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან გარიგებაში. ირანის სახელმწიფო მედიას მოჰყავს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, საიდ ხატიბზადეს სიტყვები, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება აღარ შეიძლება გახდეს მოლაპარაკების თემა და გარიგებაში მონაწილეთა შემადგენლობა მკაფიოდ განსაზღვრული და უცვლელია.“ ეს კომენტარი მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუშინდელ კომენტარს. მაკრონმა 29 იანვარს თქვა, რომ ნებისმიერ ახალ მოლაპარაკებებში საუდის არაბეთიც უნდა მონაწილეობდეს. მაკრონმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა მანამდე, სანამ ირანს ბირთვული იარაღი ექნება და თქვა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ნებისმიერი ახალი მოლაპარაკებები ძალიან „მკაცრი“ იქნება. საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31077844.html #ახალი_ამბები #twitter