კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა აფხაზეთში

Sokhumi Daily

7 აპრილს აფხაზეთში აღმოჩენილი კოროვირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ადამიანი გასულ კვირას მოსკოვიდან ჩამოვიდა. დღეს აფხაზეთში კიდევ ერთ პირს დაუდასტუდა კორონავირუსი. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულს შეხება ჰქონდა პირველ პაციენტთან, რომელსაც მოსკოვში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. "თითოეული მათგანის შემოწმების შემდეგ, ვისაც პირველ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, ერთ-ერთს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ეს მოქალაქე ახლა იზოლირებულია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაკვირვების ქვეშ იმყოფება და იღებს საჭირო თერაპიას. ” კორონავირუსზე კიდევ ხუთ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ყველას პასუხი უარყოფითია. პირველი გამოვლენილი პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია საშუალო სიმძიმით. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას ქალაქ გაგრის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის დაწესებასთან დაკავშირებით. 20:00 საათიდან 07:00 საათამდე. #აფხაზეთი #ინფიცირებული #კორონავირუსი #SokhumiDaily