გიორგი გახარიამ ჭორი უწოდა ცნობებს ყაზბეგში მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზბეგსა და ლარსის გამშვებ პუნქტზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. „რაღაც ჭორებიც ვრცელდებოდა სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა აპირებს ასევე, ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს“, - თქვა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ ჭორები და ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას არ აპირებენ. ბოლო დღეებში ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდაფეთქების გამო, მესამე დღეა შეზღუდვები მოქმედებს მესტიის მუნიციპალიტეტში.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30779341.html #ახალი_ამბები #twitter