საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის თბილისში საკვები სწავლის დაწყებამდე დარიგდება

Tbilisi Daily

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება თბილისში სწავლის დაწყებამდე გაგრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყობთ ჩვენს პატარებს საკვები პროდუქტებით, რომ მშობლებს მიეცეთ საშუალეაბა ის რაციონი, რაც ბაღში უნდა მიეღოთ, მიირთვან საკუთარ სახლში, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება სწავლის დაწყებამდე, 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია და გაწერილი გვაქვს დროების მიხედვით, რომ იქ რიგები არ იყოს, თუ რომელი მშობელი რომელ საათზე უნდა მივიდეს“, - აღნიშნა კალაძემ. საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება 15 სექტემბერს დაიწყო.