უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარება პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ
Tbilisi Daily
ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია სამართალდამცველ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.
„სამწუხარო და შემაფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, დიდი ხანია მიჩვეულები ვართ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუაებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს.
გამაოგენებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთარში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცველებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ