მიხეილ რამიშვილი - ,,მას აქვს ინფორმაცია, ავტომობილი როგორ აღმოჩნდა იმ ადგილას"
Tbilisi Daily
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში მწყემსისა და პოლიციელის ჩვენებებს გაეცნო.
რამიშვილი დარწმუნებულია, რომ მოწმეები მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას ცდილობენ, რადგან მათ ჩვენებებში არაერთი უზუსტობაა. ადვოკატს კითხვები აქვს გამომძიებელ ჯიმშერ აფციაურის მიმართაც.
,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ, გარკვეულწილად, მცდელობები აქვთ, რომ გადაფარონ თავიანთი ახალი ჩვენებებით ის ფაქტორები, რომ როდესაც ჩვენ მოვახდინეთ ვიდეო გადაღებები ნახირის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ახლა უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ არანაირად არ ჰქონიათ ამ ქმედებებში მონაწილეობა მიღებული. ჯიმშერ აფციაურის მიმართაც უკვე დიდი ეჭვი ჩნდება. მას აქვს საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია, ავტომობილი როგორ იქნა იმ ადგილას აღმოჩენილი", - განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.