26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება

On.ge

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები 2020 წელს არ გაიმართება. უწყების ცნობით, პრემიერი გიორგი გახარია 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს. ადმინისტრაცია განცხადებაში, ასევე, აღნიშნავს, რომ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები. #news #politics https://on.ge/story/56821-26-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90