ბათუმში სასმელი წყლით იწამლებიან?

Tbilisi Daily

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ბოლო ხუთი დღეა მოქალაქეები სასმელი წყლით იწამლებიან. მათ ეჭვი აქვთ, რომ ქსელი დაზიანებულია და წყალი დაბინძურებული. ამბობენ, რომ დასახლებაში რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. რამდენიმე ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი მცირეწლოვანი კი დედათა და ბავშვთა ცენტრში. ადგილობრივებმა დღეს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაკეტეს და პრობლემის მოგვარება პროტესტის ამ ფორმით მოითხოვეს. ადგილზე სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს. #ბათუმი #სასმელიწყალი #პროტესტი #TbilisiDaily