უცნობი გორელების ფოტო

Gori Daily

გორელი მონადირეების ჯგუფის ფოტო, რომლის არც გადაღების თარიღია ცნობილი და არც ფოტოზე გამოსახულ ადამიანთა ვინაობა. ერთადერთი პიროვნება, ვისი სახელიც ვიცით ეს სტეფანე გრიქუროვია, ასევე ცნობილი როგორც სტეპკო გრიქუროვი. ფოტოში იგი მარცხნიდან პირველ რიგში ზის. სტეპკო გრიქუროვი დაიბადა 1896 წლის 27 ივნისს, გორში და დაამთავრდა თბილისის კომერციული უნივერსიტეტი. 1921 წელს სცენაზე პირველად გამოვიდა გორის მუშათა თეატრთან არსებული დრამერის წარმოდგენაში. მუშაობდა ჯერ სცენის მოყვარედ, ხოლო შემდეგ მსახიობად გორის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: მაზუთიანი, ავეტიკა "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" - ში. ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლომკაცა, გენერალი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" და "ყვარყვარე თუთაბერი"), მელნიკოვი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), კესლერი (კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი"), ბაზილი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება") და სხვა. news #უცნობი #საინტერესო Goridaily