კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისზე მოდის. შემდეგ ადგილზეა იმერეთი. რეგიონების მიხედვით, შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა: თბილისი 1 622; აჭარა - 313; იმერეთი - 517; ქვემო ქართლი - 187; შიდა ქართლი - 82; გურია - 19; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160; კახეთი - 161; მცხეთა-მთიანეთი - 77; სამცხე-ჯავახეთი - 74; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 135 584 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 937-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 113 986. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 267-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30975824.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები