ყაზბეგში მთის ნაწილი ჩამოიშალა
Tbilisi Daily
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მთის ნაწილი ჩამოიშალა.
როგორც ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განაცხადა, მთის ფერდობი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მთის ნაწილი ჩამოიშალა. ყუროს მთას ვეძახით. ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია და საშიშიც არაფერია. მოვლენა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამე სხვა სახის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს"- განაცხადა ყაზბეგის მერმა report.ge-სთან.