ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვარი - ანდრო ვეკუა.

Zugdidi Daily

ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვარი - ანდრო ვეკუა. ანდრო ვეკუა თვითნასწავლი მხატვარია, რომელსაც ხატვა ბავშვობიდან იტაცებს. ბავშვობაში ხშირად ხატავდა მულტფილმის გმირებს, 14-15 წლის ასაკიდან კი პორტრეტების ხატვა დაიწყო. პროგრესი ყოველი ნახატის შემდეგ იგრძნობოდა. ახლა ჰიპერრეალიზმის სტილში ხატავს. ჰიპერრეალიზმი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს არის მიმდინარეობა რომელიც ანდროს ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს. ანდროს ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი თვალებზეა გაკეთებელი, ამაზე ახალგაზრდა მხატვარი თავისებურ ახსნას პოულობს და ამბობს: ”თვალებს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ადამიანის თვალებში ვკითხულობ მთელ მათ ცხოვრებას და უფრო მეტად სევდიან თვალებს ვხატავ, რადგან, როგორც ამბობენ “art never comes from happiness”. მხატვარობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, გადმოსცე ის, რასაც სიტყვები ვერ გადმოსცემს. სწორედ აუხსნელ ემოციებს გადმოვცემ თვალების მეშვეობით ჩემს ნახატებში.” ”პროფესიულად რომ გავყოლოდი ხატვას, საქართველოში წარმატებას მაინც ვერ მივაღწევდი, ჩვენთან მხატვრობას თითქმის არავინ აფასებს, ხალხს უჭირს და ხელოვნებაზე ფიქრისთვის არავის სცალია, მხოლოდ ათასში ერთი ადამიანი თუ ინტერესდება. - ამბობს ხელოვანი. მისი ნახატები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობდა. სწორად სოციალურ ქსელში არსებულმა ნახატებმა მიიპყრო ხალხის ყურადღება და ანდროს შემოქმედება უფრო ცნობილი გახადა საზოგადოებისთვის. ”ხატვის დროს დავფრინავ ცაში და ამ ფრენით არასდროს ვიღლები.” #ზუგდიდი #ხელოვანი #მხატვარი #ნამუშევრები #zugdididaily