სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში - მდინარაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
'სამწუხაროდ შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში'-ეს განცხადება მამუკა მდინარაძემსპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან დადგენილი რეგულაციები.
'მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, თანამოქალაქეებს და მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში.
გთხოვთ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პირველ რიგში ამაში გამოიხატება საკუთარი ოჯახის წევრების, მეზობლის, თანამემამულეების და სამშობლოს სიყვარული'-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.