ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი - სტოლტენბერგი ყარაბაღზე
Pirveliradio Ge
ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი - ამის შესახებ განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზა გამონახოს. საკითხის მოგვარების სამხედრო გზა არ არსებობს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.