"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორცი

Tbilisi Daily

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­როს ინ­ფორ­მა­ი­ცით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა რომ: "2020 წლის 1 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ზე ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და კი­ბერ­შე­ტე­ვა, რომ­ლის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­სა და მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში, მათ შო­რის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში და­ცუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ხა­სი­ა­თის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და პან­დე­მი­ის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა.კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი, ავ­თენ­თი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი ამ­ჟა­მად ატ­ვირ­თუ­ლია ერთ-ერთ უცხო­ურ ვებ-გვერ­დზე და მა­სობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ამას­თან ერ­თად, აღ­ნიშ­ნულ ვებ-გვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლია აშ­კა­რად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ზრახ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბის, მათ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა და უნ­დობ­ლო­ბის და­ნერგვის მიზ­ნით. ამ ეტა­პის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, ამ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის სწრაფ და ეფექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ში ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით. სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იმ დო­ზით და პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, რაც ხელს არ შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.