აზერბაიჯანში კორონავირუსი 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Tbilisi Daily
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 286 ადამიანს გამოუვლინდა. 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 32 443 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 462 ადამიანი , 27 113 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.