რუსეთის განცხადება - "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს ქართველები უკანონოდ კვეთენ."
Sokhumi Daily
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც რუსეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ქართველები უკანონოდ კვეთენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს. ეს განცხადება ერთი მხრივ საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს, თუმცა რეალურად საკმაოდ ტრაგიკულ ამბავთან გვაქვს შეხება.
განცხადებას მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაბამისი სტატისტიკაც შეუდგენიათ ცრუ და უკანონო ქართველების გადაადგილების.
მაგალითად გავიხსენოთ ანატოლი ბიბილოვის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ქართველებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სპეციალურად შეჰყავთ ამერიკიდან ჩამოყვანილი ისეთი პარაზიტები, რომლებიც ვირუსებს ავრცელებენ.
აქვე, რუსეთი აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები სრულიად ლეგიტიმურად ესვრიან ქართველებს, ამ არგუმენტის გასამყარებლად მათ შემდეგი ფაქტები დაასახელეს.
11 ივლისის შემთხვევა - იმ მომენტში , როცა საქართველოს მოქალაქე დაიჭრა , ის 300 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა საზღვრიდან. ასევე მან 10-ჯერ ესროლა რუს სასაზღვრო მცველს.
9 ივლისის შემთხვევა - ამ დროს საქართველოს მოქალაქე 9 კილომეტრით შორს იმყოფებოდა საქართველოს საზღვრიდან დაღესტნის რესპუბლიკაში.
რუსეთი ამით ლეგიტიმაციას აძლევს დე ფაქტო საზღვრის არსებობას და ასევე ქართველების საზღვარზე ჩაცხრილვას.
#საქართველო
#პოლიტიკა
#აფხაზეთი
#sokhumidaily