აჭარაში კორონავირუსი 27 მოქალაქეს დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსი კიდევ 27 მოქალაქეს დაუდასტურდა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდმიმღებგანყოფილებაში 122 პაციენტი მკურნალობს.
საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას გადის 18 ინფიცირებული. ისინი უსიმპტომო პაციენტები არიან და სასტუმროებში გუშინ გადაიყვანეს.სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პაციენტია მოთავსებული.
დღეს საქართველოში კორონავირუსის57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დამატებითი განმარტებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რამდენიმე წუთში გაკეთდება.