დავით ბაქრაძე შემდეგი ყრილობიდან "ევროპულ საქართველოს" თავმჯდომარე აღარ იქნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტიის მომავალი ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობის კანდიდატად თავს აღარ დააყენებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისა და პარტიის განახლების მოტივით მიიღო.
"მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და გზას ვუთმობ ახალგაზრდებს... მე არ მიმაჩნია სწორი ზოგი ლიდერის წასვლა და ზოგის დარჩენა. მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლაგმანიდან. ჩემი შესვლა პარლამენტში შესვლა არ განიხილება", - თქვა ბაქრაძემ.
მასალა ახლდება
https://www.radiotavisupleba.ge/a/31099855.html
#ახალი_ამბები
#twitter