"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის” - გზავნილი შერიგებისთვის

Sokhumi Daily

შე­უძ­ლი­ათ თუ არა ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს ომით და ტკი­ვი­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა და სა­ერ­თო ენის პოვ­ნა?! ხე­ლოვ­ნე­ბას ხომ სა­ზღვა­რი არ აქვს, არც დე ფაქ­ტო, არც დე იურე... "თუმ­ცა შიში ქმნის სა­ზღვრებს, ის შიში, მტერს რომ მოს­ვე­ნებს უკარ­გავს... აფხაზ­თა და ქარ­თველ­თა შე­რი­გე­ბის შიში!“ - ასე ფიქ­რობს ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რი აფხა­ზე­თი­დან - ეკა­ტე­რი­ნე ქარ­ჩა­ვა, რო­მელ­მაც აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სცე­ნა ტი­ლო­ზე ფე­რე­ბით ასა­ხა და ამ თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და. ეკა­ტე­რი­ნე ქარ­ჩა­ვა: - და­ვი­ბა­დე სო­ხუმ­ში, ყვე­ლა­ზე ლა­მაზ, ნა­თელ, დიდ და თეთრ ქა­ლაქ­ში... რო­მელ­საც ირ­გვლივ მე­ფუ­რად და­რა­ჯობ­და ხას­ხა­სა პალ­მე­ბის დიდი რიგი. მაგ­ნო­ლი­ე­ბის მო­მა­ჯა­დო­ვე­ბელ სურ­ნელს კი თით­ქოს სა­დღაც შორს, სუ­ლის წი­აღ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ მივ­ყავ­დი... მე ის ასე­თი და­მა­მახ­სოვ­რდა. ზღვაც ყვე­ლა­ზე სუფ­თა, მო­ელ­ვა­რე და კამ­კა­მა იყო, სა­დაც უთ­ვა­ლავ კენ­ჭებს ერ­თმა­ნე­თის­გან გა­არ­ჩევ­დი. სა­ვა­ლა­ლოდ, ომმა გა­ან­დგუ­რა ეს ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო, რო­მელ­მაც მხო­ლოდ ფე­რებ­ში და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გად­მო­ი­ნაც­ვლა. ის სულ თან დამ­ყვე­ბა, თავს მახ­სე­ნებს და თით­ქოს შიგ­ნი­დან გა­რეთ გა­მოღ­წე­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბი მას იმ იმე­დით, რომ ერთ დღეს ეს კოშ­მა­რი გაქ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის რე­ა­ლურ ად­გილს და­უბ­რუნ­დე­ბა. ამ შთა­გო­ნე­ბით შევ­ქმე­ნი ჩემი ფერ­წე­რუ­ლი ტილო "შე­რი­გე­ბა", რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ­კონ­კურ­სის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და ფუ­ლა­დი პრი­ზიც და­იმ­სა­ხუ­რა ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ყვე­ლას შე­ეძ­ლო, მსურ­ვე­ლიც ბევ­რი გა­მოჩ­ნდა. ჟი­უ­რის პი­რო­ბით, მხო­ლოდ 10 სა­უ­კე­თე­სო ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა შერ­ჩე­უ­ლი­ყო - თე­მით "აფხა­ზე­თი ფე­რებ­ში". მი­ხა­რია, რომ ჩემ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვი­დან­ვე ვარ­ჩიე რთუ­ლი მრა­ვალ­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი კომ­პო­ზი­ცია შე­მექ­მნა, შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი. მას­ში ორი­ვე მხა­რე მო­ი­აზ­რე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბის და აფხა­ზე­ბის... ჩანს შვილმკვდა­რი დე­დე­ბის მსვლე­ლო­ბა, ზოგს ომში და­ღუ­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი მო­აქვს, ზოგს ხატი, ზოგ­საც ჯვა­რი და სან­თე­ლი. კომ­პო­ზი­ცი­ის ცენ­ტრში კი "იმე­დის დე­დე­ბი" დგა­ნან, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს უყო­ფენ მან­და­რინს, ერ­თნა­ი­რად... რა­საც სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. მან­და­რი­ნე­ბი ყო­ველ­თვის უხ­ვად იყო სო­ხუმ­ში, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად შე­ვექ­ცე­ო­დით მათ და გვიყ­ვარ­და და გვი­ხა­რო­და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს კონ­კურ­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "აფხა­ზე­თი ფე­რებ­ში", სა­ქარ­თვე­ლოს მაშ­ტა­ბით გა­მო­ცხად­და, ყვე­ლას ვი­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და, შე­ეძ­ლო ჩარ­თუ­ლი­ყო, რა­მაც ის საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და. და­ი­ბეჭ­და კა­ტა­ლო­გი, სა­დაც შე­ვი­და ჩემი ეს ნა­მუ­შე­ვა­რი. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­დე­საც თემა აფხა­ზეთს ეხე­ბა. მით უფრო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რად­გან ხე­ლოვ­ნე­ბას და კულ­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს სამ­შვი­დო­ბო და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში. - ხომ არ გაქვთ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ახალ­გაზ­რდა აფხაზ მხატ­ვრებ­თან? - შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეს ვინ­მეს­თან, მაგ­რამ სა­ჯა­როდ ამა­ზე არა­ვინ ვსა­უბ­რობთ. არც მათ ვუქ­მნით პრობ­ლე­მებს და ისიც გვეს­მის, რომ ქარ­თვე­ლე­ბის და აფხა­ზე­ბის შე­რი­გე­ბის შიში მტერს მოს­ვე­ნე­ბას აკარ­გვი­ნებს, რა­საც შე­საძ­ლოა, სა­პა­სუ­ხო და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რე­აქ­ცია მოჰ­ყვეს. თუმ­ცა ვხე­დავ, რომ აფხა­ზეთ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ნი­ჭი­ე­რი, გუ­ლის­ხმი­ე­რი და გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დის, ისე­ვე რო­გორც ჩვენ­თან... თუ წინა თა­ო­ბამ ვერ შეძ­ლო ტკი­ვი­ლე­ბის მო­შუ­შე­ბა და წყე­ნის და­ვი­წყე­ბა, ეს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის საქ­მეა. ჩვენ უნდა გა­დავ­ჭრათ ეს პრობ­ლე­მა და დი­ა­ლო­გის გზით აღ­ვად­გი­ნოთ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ასე რომ, ჩემი შექ­მნი­ლი ტილო მინ­და გზავ­ნი­ლი იყოს ყვე­ლა აფხა­ზე­თე­ლის­თვის ( მარ­ტო აფხაზს არ ვამ­ბობ, ერ­თად ვგუ­ლის­ხმობ ქარ­თვე­ლებ­საც და აფხა­ზებ­საც ) ვი­საც სტკი­ვა აფხა­ზე­თი და მისი მო­მა­ვა­ლი აწუ­ხებს. - სა­ერ­თოდ, რო­მელ ჟანრ­ში ხატ­ვა უფრო მოგ­წონთ? - და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ხრით. კერ­ძოდ, და­ვე­უფ­ლე გრა­ფი­კას, წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ა­სა და დი­ზა­ინს. ასე­ვე, და­ვამ­თავ­რე და გან­ვაგ­რძე აკა­დე­მი­ა­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­რეკ­ლა­მო გრა­ფი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ერ­თოდ, გრა­ფი­კა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, წიგ­ნის ილუსტრა­ცია და დი­ზა­ი­ნი, პლა­კა­ტი, შრიფ­ტის დი­ზა­ი­ნი, ბეჭ­დუ­რი გრა­ფი­კა, მა­სა­ლა ოფორ­ტი, ლი­ნოგ­რა­ვი­უ­რა ლი­თოგ­რა­ფია, სი­ლოგ­რა­ფია... სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით მო­ხიბ­ლულ­მა გა­დავ­წყვი­ტე, ეს დარ­გი კარ­გად შე­მეს­წავ­ლა და დავ­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. გა­მო­გი­ტყდე­ბით, ლი­თოგ­რა­ფია, ოფორ­ტი და ლი­ნოგ­რა­ვი­უ­რა უფრო ჩე­მე­უ­ლია. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვმუ­შა­ობ თა­ბახ­ზე, მუ­ყა­ო­ზე ტუ­შით, პას­ტე­ლე­ბით და აკ­ვა­რე­ლით შე­რე­ულ ტექ­ნი­კას ვი­ყე­ნებ. გარ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა, ვქმნი ფერ­წე­რულ კომ­პო­ზი­ცი­ებს ტი­ლო­ზე აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით. ხატ­ვა დიდი და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის პრო­ცე­სია. მას პა­უ­ზა და მო­დუ­ნე­ბა არ უყ­ვარს, მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში მყო­ფი მერე ად­ვი­ლად ვაღ­წევ სა­სურ­ველ შე­დეგს და ბო­ლოს, კულ­მი­ნა­ცია ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­სა­ხა­რია. ავ­ტო­რი: ნინო ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები